გიორგი კახიანი: კოალიცია „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს - კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 11:32

რაც შეეხება კოალიცია „ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა მედიასთან.


გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ იმავე პოლიტიკის გამტარებელია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა და ამიტომ მათაც იმავეს ედავებიან.


„რაც შეეხება კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ? მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი „ოპოიციურ ერთობაზე”: რადიკალები იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში - ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ - გარეთ და ვინ - კარებში, შესაბამისად, უკვე მათივე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან
საქართველოში 219 054 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს
გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ
გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი და წამალი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად აქციო - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და უნდა აიკრძალოს
The New York Times - ტრამპის ადმინისტრაცია „პუტინის შავი სალაროსთვის“ სანქციების მოხსნას განიხილავს
არქივი