სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 15:04
დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა”, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ნაცვლად ბოდიშების მოხდისა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამცინავი ტონით საუბრობენ. ანალიტიკოსი იხსენებს სააკაშვილის რეჟიმს, ტერიტორიების დაკარგვას, ომის დაწყებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ უმძიმეს ზიანს  და მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებელია.

„სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვით! იმის მაგივრად ყოველ დღე, დილიდან საღამომდე მუხლმოდრეკილები საქართველოს მოსახლეობას ბოდიშებს უხდიდნენ, დამცინავი ტონით იხსენიებენ იმ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი ტრაგედია საქვეყნოდ გამოიტანეს. 

- მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოძალადე და მოღალატე რეჟიმმა საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისა და ვიწრო ინტერესების გამო, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს მიჰყიდეს და ქვეყანა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს! ამ ავანტიურისტულმა მმართველობამ საკუთარი ამბიციების გამო ქვეყანა სასაკლაოდ აქცია. მტრის აგრესიის პირისპირ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ ომის ხაზზე მიატოვეს. თავად ხელისუფლება კი ისტორიას პანიკაში ჩავარდნილი, ჰალსტუხების მჭამელი მხდალი ლიდერის სახით ჩაეწერა!

- დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა”! 

- ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ
თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს
გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია - ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია - როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს
გურამ მაჭარაშვილი ეკა გიგაურისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ეს ვითომ „ენჯეო“ და ვითომ ოპოზიცია, უფრო სწორად, „ნაცმოძრაობა“ და ნაცაგენტურა, თავიდან ბოლომდე ერთნი იყვნენ. ამას არც უარყოფდნენ არასდროს
არქივი