ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე. თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 17:28
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება, წითლიძე კი მის არყოფნაზე ქილიკობს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე“, რომელმაც წარსულში ათასობით მსხვერპლს დასცინა და მიიჩნევს, რომ ეს ძალა პოლიტიკური სივრციდან სრულად უნდა გაქრეს.

„ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს...

ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე.

ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა  და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?!

არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: მრავალპარტიული არჩევნების გზით, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რომლებსაც თავის ტელეეთერებში თვალებში შესციცინებდა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს
დიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს, ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული - ეს კიდევ ცალკე ისტორიაა
სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!
ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ
თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს
არქივი