დიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს, ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული - ეს კიდევ ცალკე ისტორიაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 19:33

,,ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ნაცური რეჟიმის" შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.


მისი განცხადებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ,,ნაცმოძრაობის" დროს, მკვლელობები, ქონების ჩამორთმევა, რეკეტი და სხვა სახის დანაშაულები, ერთი მეთოდით არის ჩადენილი.


,,ბოლო პოსტში ნაცების რეჟიმის დროინდელი მოკლული მოქალაქეების სია გამოვაქვეყნე. მკვლელობების, რეკეტისა და უსამართლობის გარდა, ამ სიიდან კიდევ ის ჩანს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი-ერთში არ მეორდებოდეს ნაცური რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები!


64 მუნიციპალიტეტშივე მკვლელობები ერთი და იმავე მეთოდით არის ჩადენილი! ქონების ჩამორთმევა, რეკეტი, შეკერილი საქმეები, 64-შიც იდენტურია! განა რამე სიახლეს ვამბობ, მაგრამ უბრალოდ რომ გადახედო, სად, ვინ ჰყავთ მოკლული ან გაუბედურებული, საქართველოს ყველა რეგიონს მიიღებთ. არც დეტექტივობა და არც კრიმინალისტიკა დაგჭირდებათ! ყველგან ატერორებდნენ საკუთარ სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს! ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული! ეს კიდევ ცალკე ისტორიაა“, - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: მრავალპარტიული არჩევნების გზით, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რომლებსაც თავის ტელეეთერებში თვალებში შესციცინებდა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს
ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე. თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს
სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!
ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ
თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს
არქივი