ამერიკული ნავთობკომპანიები შესაძლოა რუსეთში დაბრუნდნენ — Financial Times
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 19:44
აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ნავთობის ბაზარზე ამერიკული კომპანიების შესაძლო დაბრუნებას განიხილავენ, იუწყება ბრიტანული გამოცემა Financial Times.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ შესაძლოა აღდგეს სახალინის სანაპიროსთან ნავთობის მოპოვების ერთობლივი პროექტი. ამერიკული ნავთობკომპანიები ასევე შეიძლება ჩაერთონ რუსული ნავთობის ევროპისთვის „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდებაში.

განხილულ სხვა წინადადებებს შორისაა:
- ამერიკული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის ხელახლა გახსნა ტრანზიტული ფრენებისთვის;
- ტიტანის წარმოებისა და მიწოდების სფეროში აშშ–რუსეთის თანამშრომლობის აღდგენა - ტიტანი სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი მასალაა;
- რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების თეთრ სახლთან დაკავშირებული ინვესტორებისთვის შესაძლო მიყიდვა;
- ევროკავშირის მიერ კალიუმის სასუქებზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება და მათი ბალტიის ქვეყნების პორტებიდან ექსპორტის განახლება.

Financial Times-ის მიხედვით, ეს საკითხები მოლაპარაკებებისას განხილული წინადადებებია და არა უკვე მიღებული შეთანხმებები. ამერიკული კომპანიების რუსეთში დაბრუნება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, სანქციების შეცვლასა და დასავლეთის მთავრობების თანხმობას მოითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს
არქივი