ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 20:02

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მძიმე წუთებში ესპანეთის გვერდით დგას.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული
არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი - რომ არა ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური სამუშაოები, რეალური რისკი იყო, მთლიანად საქმე წაგვეგო
არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან
არქივი