ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 20:05

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 29 ოქტომბერს 11:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას
ამერიკული ნავთობკომპანიები შესაძლოა რუსეთში დაბრუნდნენ — Financial Times
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს
არქივი