არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის აკრძალვისას მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს – გვარამიას პარტიის განცხადებით, მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 21:58

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის არგუმენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის შეფასებისას მის წარსულ ქმედებებს მნიშვნელობა არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, პარტიისგან მომდინარე საფრთხის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია, ხოლო გვარამიას პარტიის პოზიცია სანქციებსა და უკრაინაში ქართველების გაგზავნაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი დღესაც არ ემიჯნებიან ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და ეკონომიკის ჩამოშლა შეეძლო გამოეწვია.

„ტყუილია, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის აუცილებელია, რომ პარტია შექმნის შემდეგ არ არღვევდეს კონსტიტუციას და მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება აწყობდეთ თავიანთი წარსულის მიჩქმალვა, მაგრამ მათი თითოეული არაკონსტიტუციური ქმედება კარგად დოკუმენტირებული და დაფიქსირებულია, რაც დეტალურად არის კიდეც სარჩელში ასახული; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიისგან მომდინარე საფრთხის რეალურობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია. თუ პოლიტიკურ პარტიას წარსულში უკვე აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და ახლაც არ ემიჯნება ამ დარღვევებს, მისი მხრიდან იმავეს ჩადენის უფრო მომეტებული საფრთხე არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის წარსული ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

გვარამიას პარტია აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მიერთება და უკრაინის ომში ქართველების გაგზავნის მხარდაჭერა არ

არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ეს არ შეიძლება პარტიის აკრძალვის საფუძველი იყოს.

ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ხოლო პროკურატურის გამოძიება არაფერს ადასტურებს
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო
არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან
არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე
არქივი