1
28 ოქტომბერი 2026, 23:14
გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გამო, ევროპა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, - განუცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპელ ნავთობგადამამუშავებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში საწვავის გადასახადები კატასტროფულად იზრდება.
ევროკომისიის პროგნოზით, დიზელის გლობალურ ბაზარზე დეფიციტი და მაღალი მოთხოვნა 2027 წლამდე შენარჩუნდება, რაც ენერგორესურსებზე მაღალ ფასებს შეინარჩუნებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |