„სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2026, 12:36
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შეეცადა ფეხსაცმელებსა და წინდებში განთავსებული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულების საქართველოს საზღვარზე მალულად შემოეტანა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეა
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
El Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
არქივი