არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2026, 21:37

ტყუილია, რომ თითქოს პარტიებს ერთმანეთთან კოალიციის გამო კრძალავენ - ჩვენ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელების მიზნით მოქმედებენ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.“

ამასთან, გორდულაძემ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას პარტია დღესაც არ ემიჯნება და ამართლებს 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეგზავნა და რომლითაც ეს პარტიები ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას ითხოვდნენ, კერძოდ, მათ შორის, ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო და ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული
არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი - რომ არა ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური სამუშაოები, რეალური რისკი იყო, მთლიანად საქმე წაგვეგო
არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან
არქივი