არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2026, 21:46

ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს არეგულირებს. ტყუილია ასევე მათი განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა, სწორედ ევროპული სტრუქტურების პრინციპების შესაბამისია.

„სინამდვილეში, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სწორედ რომ ევროპული სტრუქტურების მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება მას. გარდა ამისა, თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ აბსურდზე, კერძოდ, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ევროპული ღირებულებების უგულებელყოფას ჩვენ ედავებიან, მაშინ როდესაც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხის მომწესრიგებელი 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ქართული ოცნების ავტორობით ჩაიწერა, საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას კენჭისყრის დროს კი მაშინდელმა ოპოზიციამ, ანუ ნაცმოძრაობამ, მას მხარი არ დაუჭირა,“ - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებდა, რომ პოლიტიკური პარტიის გავლენა და პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა, შესაძლებელია, პარტიის აკრძალვის პროცესში გასათვალისწინებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი იყოს, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას.

„მისი დღევანდელი ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე ამ საკითხის შესახებ მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, რა დროსაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პარტიის აკრძალვის დროს პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა არ შეიძლება გასათვალისწინებელი კრიტერიუმი ყოფილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივი პოზიციების დაფიქსირება, უბრალოდ, არასერიოზულია,“ - აღნიშნა გორდულაძემ.

მან ასევე ტყუილი უწოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის შეტანამდე თავად შექმნა ფაქტები და რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად დაკომპლექტდა.
„ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.
სინამდვილეში, კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება.
ტყუილია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვით ადამიანის უფლებები დაირღვა.

სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელიც მან საბერძნეთთან დაკავშირებით გამოიტანა (საქმეზე „სიტაროპულოსი და გიაკუმოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“).
ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული.
სინამდვილეში, გვსურს კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული,“ - აღნიშნა გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი - რომ არა ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური სამუშაოები, რეალური რისკი იყო, მთლიანად საქმე წაგვეგო
არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან
არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
არქივი