არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე, არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2026, 23:27

ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე, არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო.

„პირველ რიგში, მინდა პასუხი გავცე კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერის, გვარამიას უტიფრობას. რაც დღეს მან სასამართლოს სხდომაზე იკადრა, გვარამიას მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია. მან ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა. გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე, არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა. ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე პირადი სახსრებით, რომლის არცერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვა ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო ამუნიციით, უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთებით“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული
არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი - რომ არა ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური სამუშაოები, რეალური რისკი იყო, მთლიანად საქმე წაგვეგო
არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან
არქივი