1
30 ოქტომბერი 2026, 11:02
რასაკვირველია, ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ექნებათ. დაასახელებენ ერთმანეთის გვარებს ადრე თუ გვიან. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო ავადმყოფობაა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ოპოზიციაზე საუბრისას.
გიორგი ვოლსკი თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს აკრიტიკებს.
„იმედი აქვთ, რომ გარედან ინსტრუქცია მაინც ექნებათ და როცა საჭიროდ ჩათვლიან შეერთდებიან, როცა საჭიროდ ჩათვლიან - დაიშლებიან. ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |