პოლიციამ თბილისში თაღლითობაში ბრალდებული დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 11:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში შესაბამის თანხას გადაუხდიდა, თუმცა ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა – 102 300 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

სამართალდამცველებმა მოქალაქე, ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა – ავადმყოფი უნდა იყო, ასეთი კითხვა რომ დასვა. ავადმყოფი ადამიანი ხარ. „როიტერი“ საშინელია
სამართალდამცველებმა ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა
ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი
გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა
არქივი