პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 11:07

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა – ავადმყოფი უნდა იყო, ასეთი კითხვა რომ დასვა. ავადმყოფი ადამიანი ხარ. „როიტერი“ საშინელია
სამართალდამცველებმა ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი
პოლიციამ თბილისში თაღლითობაში ბრალდებული დააკავა
ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი
გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა
არქივი