სამართალდამცველებმა ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 11:09

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა – ავადმყოფი უნდა იყო, ასეთი კითხვა რომ დასვა. ავადმყოფი ადამიანი ხარ. „როიტერი“ საშინელია
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა
პოლიციამ თბილისში თაღლითობაში ბრალდებული დააკავა
ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი
გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა
არქივი