1
30 ოქტომბერი 2026, 13:17
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე. უბრალოდ არასერიოზულია ასეთი განცხადებები. ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს იმას, თუ რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა პრემიერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |