ირაკლი კობახიძე: არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 13:18

არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ალდე“ ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი შესაბამისი ქმედება.

„ალდეს“ შეფასება რთული არ არის ქართველი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, მე ყველას მოვუწოდებ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს, თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი, კეთილინებონ და ეს თქვან. ასევე შემდეგ, როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე. ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დადგენის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა, მაგრამ აღშფოთებულია „ნაცაგენტურის“ პარტიების გაუქმებით - რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
პოლონეთში მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს ჭიშკრის დაზიანებას შეეცადნენ
მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში გამოხატულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
არქივი