ირაკლი კობახიძე: ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 13:28

ჩვენი სურვილი არის ცხადი - ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-სთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„იცით, რომ არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ წინა ადმინისტრაციის პირობებში. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება საქართველოსთან.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დადგენის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა, მაგრამ აღშფოთებულია „ნაცაგენტურის“ პარტიების გაუქმებით - რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
პოლონეთში მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს ჭიშკრის დაზიანებას შეეცადნენ
მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში გამოხატულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
არქივი