1
30 ოქტომბერი 2026, 13:31
გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, კონსტიტუცია ადგენს ამას და სემეკ-ის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადების გაკეთების უფლება“, – განაცხადა პრემიერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |