1
30 ოქტომბერი 2026, 14:05
მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად. პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას. ამ ფონზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სამწუხარო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება.
„სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რაც იმედია, რომ მომავალში შეიცვლება“, - აღნიშნა პრემიერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |