"გურია" აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე უმაღლესი ჯილდოს - "აზიური ოსკარის" მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 15:51

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას - გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს. ამ პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“. ვუსურვებთ ფილმს წარმატებულ საერთაშორისო ასპარეზს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დადგენის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა, მაგრამ აღშფოთებულია „ნაცაგენტურის“ პარტიების გაუქმებით - რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
პოლონეთში მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს ჭიშკრის დაზიანებას შეეცადნენ
მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში გამოხატულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
არქივი