ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 16:48

ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

საქართველოში ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც, კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება.

ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა, პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“- წერს ირაკლი ზარქუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე
"გურია" აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე უმაღლესი ჯილდოს - "აზიური ოსკარის" მფლობელი გახდა
პრემიერი: მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას. ამ ფონზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია, რომლის მთავარი მიზეზიც სისუსტეა - აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებსაც დააზიანა მათივე ინტერესები
ირაკლი კობახიძე – გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას
არქივი