ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 18:12

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი სხდომა 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. განხილვები 9, 10, 11, 12 და 13 ნოემბერს გაიმართება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს.

„ყველა კითხვას თავისი მნიშვნელობა ექნება. ყველა კითხვაზე პასუხი როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან სასამართლოსთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ რაც უფრო აღქმადი და რაც უფრო ნაკლებად ხმაურიანი იქნება, იმ მეთოდს მივმართავთ“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა
ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს
გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე
"გურია" აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე უმაღლესი ჯილდოს - "აზიური ოსკარის" მფლობელი გახდა
პრემიერი: მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას. ამ ფონზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში
არქივი