არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ოქტომბერი 2026, 21:39

თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების შესახებ საუბრისას გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ამ კვირის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიები იმას კი არ ამტკიცებდნენ თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდნენ. ამით მათ ფაქტობრივად აღიარეს სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურეს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ამით მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ისინი არაკონსტიტუციურნი არიან. ასევე, თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას. თავადვე დაადასტურეს, რომ ყველა პარტიას დასაბუთებულად ვედავებით „ყველაფრის დარღვევას“ - ეს მათივე სიტყვებია“,-აღნიშნა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია და მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი სარჩელიც, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები.

„ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი. ჩვენ თანმიმდევრულად დავიცავთ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებას - თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში გამოხატულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა
არჩილ გორდულაძე: დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია
არჩილ გორდულაძე: დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია
ლეო XIV-ე პირველი რომის პაპია, რომელმაც აშშ-ის საყოველთაო არჩევნებში ხმა მისცა
არქივი