გია აბაშიძე: პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 ოქტომბერი 2026, 13:31

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სპეცრაზმის შესვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.


აბაშიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ჰერჩინსკი საქართველოს ინსტიტუტებს აკრიტიკებს, პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიცია კითხვებს აჩენს.

„ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან საქართველოს ინსტიტუტებზე მუდმივი იერიში უბრალოდ თვალთმაქცობა აღარ არის — ეს პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია.

როდესაც პოლონელი დიპლომატი, რომლის სამშობლოშიც საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია, საქართველოში „დემოკრატიის მცველის“ მანტიას ირგებს და ნაცრადიკალების ფინანსურ კვებაზეა გადასული, აქ ორმაგ სტანდარტზე საუბარიც კი მეტისმეტად რბილი შეფასებაა.


Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების თავხედური მცდელობა და სასამართლოს პოლიტიზება საერთოდ აღარ გიჩენთ კითხვებს? თუ პოლონეთში დემოკრატიის ნგრევას „ევროპული დინამიკა“ ჰქვია, ხოლო საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას — „უკუსვლა“?


პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?


ბატონო ელჩო, ყალბი ყალბი ევროპული ღირებულებები საქართველოს სახელმწიფოზე უსინდისო და არგუმენტებისგან დაცლილი ზეწოლის პოლიტიკური იარაღი ვერ გახდება. საქართველოს სუვერენიტეტზე იერიშის მიტანა კონტრპროდუქტიულია ბრიუსელის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი და ფარისეველი აქტორისთვის. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცება კი კატეგორიულად მიუღებელია EUSSR-ის მეთოდებით!“ - წერს აბაშიძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე
მაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე” იყო! ნასედკები როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!
დავით ჩიხელიძე: ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება... ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა
ზურაბ ქადაგიძე: ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი - შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ
არქივი