იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის მიკიტა პოტურაევის განცხადებას, რომელშიც პოტურაევმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.
გორდულაძე აღნიშნავს, რომ პოტურაევი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს
მისი შეფასებით, ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული საქართველოში.
„ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა. საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. საერთოდ არ იყო აღშფოთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ამ დამნაშავის და „მაოხრებელი გზირის“ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში „ნაცაგენტურის“ პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. ამ რეალობას თუ ვინმე დაიჯერებს, დიახ, ასე იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე „დემოკრატიის შუქურაა“, როგორც გვასაღებდნენ 2004-2012 წლებში და ამ ადამიანის პარტიების აკრძალვა, თურმე დემოკრატიის უკუსვლაა. ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთება, ან მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |