ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 ოქტომბერი 2026, 13:59

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.


სადღობელაშვილის განცხადებით, პოლიციამ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ალყაში მოაქცია, შენობაში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა.


სადღობელაშვილი ჰერჩინსკის მოუწოდებს, სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევიან და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაატარებენ, ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედონ დემოკრატიას.

„მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბნ პაველ ჰერჩინსკის!

- ბატონო ელჩო, ეს არის თქვენი საქებარი „ევროპული სტანდარტი“?!


მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ინტერესით ვადევნებთ თვალს, რა ხდება დღეს თქვენს მშობლიურ პოლონეთში. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, შენობა ალყაში მოაქცია, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა.


ახლა კი ძალიან მარტივი და კონკრეტული კითხვები გვაქვს თქვენთან: ეს არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომლის მაგალითადაც ევროკავშირი მოგვიწოდებს? სპეცრაზმით საკონსტიტუციო სასამართლოში შეჭრა და შენობის ალყაში მოქცევა „ევროპული სტანდარტია“? როდესაც საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად აკრიტიკებთ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობთ, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამ პოლიციურ პროცესებზე რას იტყვით?


სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე!“ - წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე” იყო! ნასედკები როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!
დავით ჩიხელიძე: ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება... ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?
გია აბაშიძე: პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა
ზურაბ ქადაგიძე: ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი - შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ
არქივი