1
31 ოქტომბერი 2026, 21:13
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კირცხალიას თქმით, როდესაც ლეგიტიმაციას და 78-ე მუხლზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ ევროპა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დგას.
"ჩვენ გვინდა ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაზეც ევროპა იდგა. რაზეც დღეს დგას ევროპა და დღევანდელი ბიუროკრატია, ამას პასუხს თვითონ ევროპაში ვხედავთ, რა პასუხს აძლევს თავიანთივე საზოგადოება. ჩვენ გვინდა ის ევროპა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა“, - განაცხადა კირცხალიამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |