საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 ნოემბერი 2026, 07:52

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით, 20:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაპატიმრებების რაოდენობამ 511 შეადგინა.

ამასთან, მედიის ცნობით, მარსელში ფეხსაცმლის მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს. ბუშ-დიუ-რონის პრეფექტურის პოლიციის ცნობით, აღნიშნული პირები ქალაქში Foot Locker-ის მაღაზიის საწყობებში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.

ფრანგული მედიის ცნობითვე, 24 ოქტომბრის აქციაზე ქვეყნის მასშტაბით 1 314 პირი დააკავეს, ხოლო 17 ოქტომბერს — 2 628.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს
პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში თაღლითობაში ბრალდებული დააკავა
რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე
არქივი