ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 ნოემბერი 2026, 14:45

როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები და ამას სჭირდება ლეგიტიმური პასუხები პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ეს მათი საქმეა, მათსავე მოსახლეობას უნდა განუმარტონ ესა თუ ის ნაბიჯი ნამდვილად აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებლობას თუ არა“, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს, გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს, ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ი - 31 ოქტომბერს სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
გერმანიაში შაბათს გამართული სტუდენტური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
საფრანგეთის შს მინისტრი – დღევანდელი დღე მაღალი რისკის დღე იყო, რთულმა, ძლიერმა და მოქნილმა უსაფრთხოების ზომებმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების მართვა შესაძლებელი გახადა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა
არქივი