სუს-ი - 31 ოქტომბერს სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 ნოემბერი 2026, 14:46

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი – ჩვენ არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას
არქივი