1
01 ნოემბერი 2026, 18:33
სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი მოფარიკავე ჩინეთში გამართული საერთაშორისო მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალში ბაზაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სიაო ლინი 15-3 დაამარცხა.
ბოლო ერთ თვეში სანდრომ მეორე მასშტაბური შეჯიბრება მოიგო - ცოტა ხნის წინ მან ალჟირში გამართული მსოფლიო თასის ჩემპიონობა მოიპოვა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |