შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 11:05

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი”, „მდმა”, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: კიევთან ახლოს, აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ
სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
სოზარ სუბარი: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად ცნობს და მას რეგისტრაციას გაუუქმებს, ხოლო ამის შემდეგ ამ პარტიების ლიდერები კვლავ შეეცდებიან მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე ახალი გაერთიანების შექმნას, არსებობს სწრაფი სამართლებრივი მექანიზმები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად
„ხვალ შეიძლება მათ ადგილას იყოს თქვენი ძმა, შვილი, მამა, ქმარი. ყველა უნდა დაისაჯოს, რადგან ამის ასე დატოვება არ შეიძლება“ - გონჩარენკო ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, რომელიც კიევთან ახლოს მდებარე სოფელში სამხედროების წამებაში მონაწილეობდა
ირაკლი კირცხალია კოტე კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც იყო ავტორი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ციხის საკნად გადაექციათ - უნდა შევადაროთ რა ხდება დღეს, შევადაროთ რამდენია პროპორციულობა გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი განაჩენის
არქივი