ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 11:48

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს და მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ ხელისუფლებაში მისი მარიონეტები არიან.

„დაგვიანებით, თუმცა მოულოდნელი არ არის - ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა ცხადყოფს, რომ იგი მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბრიუსელის პოლიტბიუროს მორჩილი მარიონეტები მოდიან“, - წერს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი X-ზე.

„ევროკავშირი საბოლოოდ იხსნის ნიღაბს და აღარ მალავს წევრი სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკურ საქმეებში თავის სულ უფრო აშკარა და აღმაშფოთებელ ჩარევას. ევროკავშირი არ გმობს პრემიერ-მინისტრ ტუსკის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკომისია ბრიუსელისა და ბერლინის მარიონეტის, ტუსკის მხარეს იკავებს და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის წინააღმდეგ გამოდის. ნავროცკი კი კანონიერებისა და პოლონეთის სუვერენიტეტის დამცველია“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი ჰერმან ტერში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში თაღლითობაში ბრალდებული დააკავა
რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე
არქივი