თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 12:57

თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა.

კომიტეტის სხდომა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების კანონმდებლებმა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, ასევე ხელოვნურ ინტელექტსა და მის როლზე დღევანდელ ცხოვრებაში. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები საპარლამენტო დონეზე აქტიურად თანამშრომლობენ და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას არაერთი შეხვედრა დაეთმო.

კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, კომიტეტის მომავალი სხდომის გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას ორგანიზაციის 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატების მიმართ კრიტიკა უკვე ევროპის დიდ ქალაქებში ისმის, მათ შორის ორმაგი სტანდარტების თვალსაზრისით, ისინი უსამართლო მიდგომით გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართაც
ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს
პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში თაღლითობაში ბრალდებული დააკავა
არქივი