რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატების მიმართ კრიტიკა უკვე ევროპის დიდ ქალაქებში ისმის, მათ შორის ორმაგი სტანდარტების თვალსაზრისით, ისინი უსამართლო მიდგომით გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 12:57

საფრანგეთის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტიის ლიდერი ევროკომისიის ხელმძღვანელს ორმაგ სტანდარტებში პირდაპირ ადანაშაულებს, რაც შემთხვევითი არ არის, –  ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის საინტერესო პროცესის დასაწყისი.

„ევრობიუროკრატების მიმართ ხმამაღლა კრიტიკა უკვე ევროპის შუაგულში და ყველაზე დიდ ქალაქებში ისმის, მათ შორის ორმაგ სტანდარტში მოქმედების თვალსაზრისით. ამის მაგალითი ნამდვილად არის ვარშავაში მიმდინარე პროცესები. „სახალხო პარტიის“ მიმართ ორმაგ სტანდარტებს აქაც ვხედავთ. ეს ის ე.წ. პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც უსამართლო მიდგომით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამით შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მოქალაქეებს. ფაქტია, ამ ადამიანებს არც დემოკრატია და არც ევროპული ღირებულებები აინტერესებთ, არც საქართველოში და არც ევროპაში. მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება ადარდებთ. სამწუხაროა, რომ დღეს, ევროპული ინსტიტუტები ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ არაევროპული ღირებულებების გადაწყვეტილებების მიღებით, არამედ ორმაგი სტანდარტით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა: „ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას კანონის უზენაესობის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს, თვალს ხუჭავს ძალისმიერ მეთოდებზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ლიდერები მიმართავენ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა
თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს
პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
არქივი