პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 13:50

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს: „ალფა პვპ-ს“, „მდმა-ს“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „მეთადონს“, „მეფედრონს“, „მარიხუანას“ და „კლეფედრონს“, რომლებიც, გატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას
შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა
პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე: დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები
არქივი