ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით, წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 15:56

საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით, წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლის წახალისებას ცდილობდნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე კითხვები დაისვას შესაბამისი ადრესატების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლა და აქ იყვნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხაროა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა შესაბამისი პირი და მთელი კამპანია იყო ჩართული მოლოტოვის კოქტეილის სასარგებლოდ. გახსოვთ ევროპული დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები, რომლებიც შესაბამის კამპანიას აწარმოებდნენ, ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. რას ვხედავთ საფრანგეთში - საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით, წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო სახეს და ეს აჩვენებს ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის, იმავე უცხოური აგენტურის სახეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას
შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა
პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე: დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები
არქივი