პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე: დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 15:59

დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ, აქვს კონკრეტული ბარიერი, ეს ბარიერი თუ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები. მე მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა ბატონმა გიორგი ზურაბიშვილმა და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ​ეს ჩვენი საქმეა. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფო საქმე, სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას ექნება კონკრეტული პრაქტიკული შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული სრული სკრინინგით დადასტურდა, რომ საპატიმროებში პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული - ეს იყო რეალური გენოციდი - ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება
გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ახლა პოლონეთში ხდება, პირდაპირი გაგებით, სასამართლო ხელისუფლების ჩვეულებრივი უზურპაციაა - დიფ სთეითმა უარყო ყველა ის ღირებულება, რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი
შალვა პაპუაშვილი: ახლა საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომლებიც სხვა ადამიანს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი - დღეს ბრიუსელი საქართველოში არის მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი
სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, მათი გენეტიკური კოდია „ნაციონალური მოძრაობა“
არქივი