გია ვოლსკი – ჩვენ არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 17:20

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა და სერიოზული ტრანში იქამდე არ მისცა, ვიდრე დონალდ ტუსკი არ აირჩიეს, — ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი იდეაა ტუსკის მხარდაჭერა.

„ბრიუსელი პოლონეთს ტრანშს ნაწილ-ნაწილ აძლევს. მათი იდეაა ტუსკის მხარდაჭერა. ტუსკის მხარდაჭერა ნიშნავს ზლოტის შეცვლას ევროთი. ეს ნიშნავს პოლონეთის ოქროს რეზერვების უდიდესი ნაწილის გადაცემას ევროპულ მმართველობაში, ევროპული ბანკის მმართველობაში. ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თუნდაც საკონსტიტუციო ტრიბუნალს, რომელიც დღემდე აცხადებდა, რომ პოლონური კანონები, პოლონური ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელის ინტერესები. ეს არის შეჭიდების და დაპირისპირების მთავარი საკითხები. რასაკვირველია, ტუსკი ის პიროვნებაა, ვისაც ბრიუსელი მხარს უჭერს და უნდა, ხელისუფლებაში მისი პოზიცია გაძლიერებული იყოს, რადგან პოლონეთი ევროკავშირის დაქვემდებარებაში სრულად გადავა. ეს დამალული არ არის. აქ არის გერმანიის რაღაც ინტერესებიც. არის ინტერესები გაზსადენებზე და ნავთობსადენებზე, რომლებიც პოლონეთის გავლით გერმანიისკენ მიემართება და დიდ თანხებზეა ლაპარაკი. პოლონეთს ოქროს რეზერვები გააჩნია, დაახლოებით 330 ტონაზე მეტია და 75-80 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. გარკვეული თემებია, რომელიც მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას არ უკავშირდება, თუმცა აშკარაა, კონსტიტუციის გარკვეულ ნორმებზე მიდის კამათი. ერთი ვიცით, რომ პრეზიდენტის თანდასწრებით უნდა დაიდოს ფიცი. ეს წერია. ისინი ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი. ერთი მხარე ასე ამბობს, მეორე — ისე. ჩვენ არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას
შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა
არქივი