ნინო წილოსანი - ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 19:23

ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდან თითის ქნევას, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

წამყვანმა ჰკითხა, რამდენად შეიძლება გავლენა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის სარჩელზე მსჯელობამ და თეორიულად, სარჩელის დაკმაყოფილებამ ბრიუსელის დამოკიდებულებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რა მოლოდინი აქვს.

„ახლა იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ საკონსტიტუციო დონეზე აკრძალული პარტიები ევროპის შემთხვევაში ნორმაა, ჩვენს შემთხვევაში - კრიტიკული კომენტარების გაკეთების წინაპირობა. ევროპაში 100-ზე მეტი პარტიაა აკრძალული ზუსტად იმ პრინციპებით, რაზეც ჩვენ ვაპელირებთ. პრინციპი ერთია, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდან თითის ქნევას, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელს.

2012 წლის შემდეგ, 14 წელი ვითმენთ ამ პარტიების არსებობას და ირონიულად და ცინიკურად ამ პარტიებს ოპოზიციას ეძახიან მაშინ, როდესაც ამაზე უფრო მავნებლური და ანტიქართული დაჯგუფებები არ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ამაზე და გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი“, - აღნიშნა წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება. ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ, წარმოუდგენელი და მიუღებელია
სოზარ სუბარი: 2004-12 წლებში ხშირად ვხვდებოდი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს. პირად საუბრებში ყველა მათგანი, აშშ-ის ელჩის გარდა, წარმოუდგენლად კრიტიკული იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმართ - ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ამ საკითხზე საუბარი აკრძალული ჰქონდათ
სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული სრული სკრინინგით დადასტურდა, რომ საპატიმროებში პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული - ეს იყო რეალური გენოციდი - ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება
არქივი