ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ნოემბერი 2026, 22:45

ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიბერშეტევები შვედეთის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ირლანდიისა და ესტონეთის სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში მდებარე მაცივრებზე განხორციელდა.

ირლანდიის სიდიდით მესამე სუპერმარკეტების ქსელმა SuperValu-მ განაცხადა, რომ მათ 13 მაღაზიაში მდებარე მაცივრების ტემპერატურა უეცრად შეიცვალა, რის შემდეგაც გაყინული პროდუქციის გადაყრა გახდა საჭირო.

ესტონეთში კიბერშეტევა სუპერმარკეტების ქსელ Selver-ის ერთ-ერთ მაღაზიაში განხორციელდა. მაცივრების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერები ტემპერატურის კონტროლის სისტემაში შეიჭრნენ და ტემპერატურა 50°C-მდე ასწიეს.

ბელგიაში კიბერშეტევების შედეგად Spar-ის, Carrefour-ის, Delhaize-ისა და Intermarché-ს სუპერმარკეტების ქსელები დაზარალდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გელა გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია
პაატა მანჯგალაძე - ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ უსამართლო მსჯავრი აიტანო, არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის კიდეც მისი
ოთხი ოქტომბრის საქმეში კიდევ სამ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
ფრიდრიხ მერცი – ჩვენს ქუჩებში ძალადობას ადგილი არ აქვს, ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს, კანონდამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს
არქივი