საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ნოემბერი 2026, 02:07

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს.

„სპეციალურ საშუალებებზე უარს არ ვიტყვი, უმარტივესი მიზეზის გამო: პოლიციელებს თავის დაცვა უნდა შეეძლოთ, როცა მათ თავს ესხმიან“, – აღნიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ულტრამემარცხენე პარტიის დეპუტატმა, გაბრიელ კატალამ პოლიციის ქმედებას „რეპრესია“ უწოდა.

„რეპრესია არ არი. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არ დაირღვეს“, – უპასუხა ნუნესმა.

მისივე თქმით, პოლიცია მხოლოდ ძალადობის დროს ერევა, მაგალითად, როცა ადამიანები ფანჯრებს ამსხვრევენ, სამართალდამცველებს თავს ესხმიან და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.

დეპუტატებმა ნუნესს ცრემლსადენი გაზის ზეგავლენაზეც ჰკითხეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცრემლსადენი გაზის, ანუ ძალის გამოყენების ძირითადი საშუალების, მავნებლობის შესახებ არაფერი იცის. მისივე თქმით, 2021-2022 წლებში რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არანაირი ეფექტი არ აღმოჩენილა, გავლენა კი სწრაფად ქრება.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობა გრძელდება. სტუდენტთა ეროვნული კავშირი ახალგაზრდებს მასშტაბური აქციებისა და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, 3 ნოემბერს უნივერსიტეტებში საერთო კრებები და სასწავლო პროცესის ბლოკირება იგეგმება, 5 ნოემბერს კი სტუდენტები ქუჩებში გამოსვლას გეგმავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი