„სახელმწიფოსთვის დაუშვებელია“ - ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი კიევთან ახლოს უკრაინელი სამხედროების სავარაუდო წამების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ნოემბერი 2026, 11:51
„გუშინდელი მოვლენები პეტროპავლივსკა-ბორშჩაჰივკაში სახელმწიფოსთვის დაუშვებელია და უკრაინელთა ერთიანობას აზიანებს, განსაკუთრებით რუსეთის საფრთხის წინაშე“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

მისი თქმით, სამართალდამცველები ყველა დეტალს იკვლევენ, რათა დაადგინონ, რა მოხდა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავეებს და მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

2 ნოემბერს კიევთან მდებარე სოფელში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა კერძო სახლთან, რომლის სარდაფშიც, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული რამდენიმე ათეული მობილიზებული და სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვებული სამხედრო მოსამსახურე.

სახლთან პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. დაზიანდა ეროვნული გვარდიის ავტობუსი და პოლიციის ავტომობილები. პროტესტის მონაწილეებმა ობიექტის ტერიტორიიდან გასასვლელი გადაკეტეს. პარალელურად, შენობიდან იქ მყოფი ადამიანების გამოყვანა დაიწყეს.

ადგილზე მისულმა უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ოლექსანდრ პივნენკომ განაცხადა, რომ ოთხი სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, ისინი სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებისთვის იყვნენ დაკავებული.

მოგვიანებით ინფორმაცია „აზოვის“ კორპუსმაც დაადასტურა. იქ განაცხადეს, რომ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების შემდეგ დაკავებულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებების მიღების გარემოებები ოფიციალურად არ განმარტებულა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ სამსახურებრივი მოკვლევების დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივან ვიჰოვსკიმ განაცხადა, რომ სამხედროების ნათესავებს შენობაში მყოფ ადამიანებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. შენობაში ასევე შეუშვეს მედიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
სასიკვდილო ინექციას გადარჩენილი ქალი: „ვჯანმრთელდები, მაგრამ ეს კარგად ყოფნას არ ნიშნავს“
სოზარ სუბარი: ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია
DW: კიევთან ახლოს მიაკვლიეს სახლს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ
არქივი