ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელზე: აუცილებელია, ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი გაეცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ნოემბერი 2026, 13:42
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სამართლებრივად მოწყობილ ქვეყანაში, აუცილებელია ყველა ადამიანმა აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე. 

კირცხალიამ კომენტარი გააკეთა ბერა ივანიშვილის უფლებადამცველის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტზე და აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა, აგენტურა და მათი მართული მედია პლატფორმები წლების მანძილზე მუშაობენ ივანიშვილების ოჯახის ავტორიტეტის შესალახად.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე გვაქვს ცილისწამებასთან, ჩვენ სამართლებრივ მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა, ზოგადად. რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და რაც შეეხება ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები და ეს არ არის  ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა, აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედია საშუალებები თუ მედია პლატფორმები, მუშაობენ და მუშაობდნენ წლების მანძილზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები - ავტორიტეტები, რომელსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ, უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები, მაგრამ აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა - არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე. როგორ ბედავენ საერთოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსონ?! რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ?!
შალვა პაპუაშვილი: პრემიერთან ინტერვიუს წამყვანი იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში - საქართველო ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს, ევროკავშირი კი ბრალდებებით საუბრობს
შალვა პაპუაშვილი - რატომ არ მივიდა პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტთან, რომ ეკითხა, თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა სასახლეს? იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ პრეზიდენტი მოიკითხოს - ჭკუის სწავლების ნაცვლად ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას!
პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს
არქივი