სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ნოემბერი 2026, 14:02
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს. მისი განცხადებით, ელენე თევდორაძე, რომელიც იმ პერიოდში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებადარღვეულთა მხარდაჭერისთვის იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო.

სოზარ სუბარი იხსენებს, რომ ელენე თევდორაძე ევროსაბჭოს წარმომადგენელ მათიას იორშთან ერთად მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად შევიდა და მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.

„როცა ვიხსენებთ იმ საშინელებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების სფეროში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ელენე თევდორაძე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო ხმალამოღებული დამცველი ადამიანის უფლებების და ყველა უფლებადარღვეულის ქომაგი და მფარველი. ის იყო პირველი, ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენელთან, მათიას იორშთან ერთად, შევიდა მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას.

როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, პარლამენტში ერთ-ერთი მოხსენების დროს ვლაპარაკობდი იმ საშინელებებზე, რომლებსაც მეგის ქარდავა სჩადიოდა. რასაკვირველია, ამას ხმაური მოჰყვა - აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ დროს ქალბატონი ელენე მიკროფონთან მივიდა და დაადასტურა, რომ ჩემი ნათქვამი თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ჰქონდა ადამიანებისგან მოსმენილი იმ საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებზეც ჩემს მოხსენებაში ვსაუბრობდი. მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა: „ბოლო-ბოლო, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსოება?!“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, მათი გენეტიკური კოდია „ნაციონალური მოძრაობა“
შალვა პაპუაშვილი უკრაინელი ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: კიევთან ახლოს, აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ
სოზარ სუბარი: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად ცნობს და მას რეგისტრაციას გაუუქმებს, ხოლო ამის შემდეგ ამ პარტიების ლიდერები კვლავ შეეცდებიან მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე ახალი გაერთიანების შექმნას, არსებობს სწრაფი სამართლებრივი მექანიზმები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად
„ხვალ შეიძლება მათ ადგილას იყოს თქვენი ძმა, შვილი, მამა, ქმარი. ყველა უნდა დაისაჯოს, რადგან ამის ასე დატოვება არ შეიძლება“ - გონჩარენკო ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, რომელიც კიევთან ახლოს მდებარე სოფელში სამხედროების წამებაში მონაწილეობდა
არქივი