შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, მათი გენეტიკური კოდია „ნაციონალური მოძრაობა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ნოემბერი 2026, 15:28

ლოგოდან ამოიღეს [ნაციონალური მოძრაობა], მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.


მისი თქმით, მორიგი სპექტაკლია ის, თითქოს ოპოზიციურ ალიანსში მყოფი პარტიები ნაციონალური მოძრაობას არ წარმოადგენენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „ამ სპექტაკლს მალე საკონსტიტუციო სასამართლო წერტილს დაუსვამს“.


„გვარამია, ბოკერია არ არის ნაცი, თუ ჯაფარიძე? ისინი იყვნენ არათუ რიგითი წევრები, არამედ ამ პარტიის ლიდერები. მათი გენეტიკური კოდია ნაციონალური მოძრაობა. სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტიაა და ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი და იმედი მაქვს, რომ ამ სპექტაკლს მალე წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ამას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთიანი ორგანიზმი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ახლა საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომლებიც სხვა ადამიანს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი - დღეს ბრიუსელი საქართველოში არის მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი
სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს
შალვა პაპუაშვილი უკრაინელი ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: კიევთან ახლოს, აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ
სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
არქივი