1
03 ნოემბერი 2026, 19:43
ძალიან ხშირად ვხვდებოდი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და შეიძლება თამამად ვთქვა, რომ პირად საუბრებში ყველა მათგანი, აშშ-ის ელჩის გარდა, წარმოუდგენლად კრიტიკული იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმართ, ოღონდ საჯაროდ ამაზე არასდროს ლაპარაკობდნენ. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ამ საკითხზე საუბარი აკრძალული ჰქონდათ.
პირად საუბრებში ყველაზე კრიტიკული იყო კლაუდიო გუჯეროტი, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ასევე პერ ეკლუნდი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ბრიტანეთის ელჩი დონალდ მაკლარენი. მაგრამ ყველაზე კრიტიკული მაინც პიტერ სემნები იყო - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიის ქვეყნებში. ის ამბობდა, რომ ადამიანის უფლებების მსგავსი მასშტაბური დარღვევები და მსგავსი უკანონობა ცივილიზებული მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
როცა მათ ვეკითხებოდი, თუ რატომ არ ლაპარაკობდნენ ხმამაღლა იმაზე, რაც იცოდნენ (თანაც ძალიან კარგად), სრული სიჩუმე იყო. ეს იყო პოლიტიკა, პირველ რიგში - შეერთებული შტატებიდან, რომელიც ზეწოლას ახდენდა ევროკავშირზე და მის წევრ ქვეყნებზე, რომ არც მათ ამოეღოთ ხმა,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |